” სანტა ტრანსი”, მუდამ თქვენს სამსახურში!
მადლობას გიხდით ჩვენი კომპანია ”სანტა ტრანსი”-თ დაინტერესებისთვის.
შპს სანტა-ტრანსი წარმოადგენს სატრანსპორტო-საექსპედიტორო კომპანიას, რომელიც დაარსდა 2004 წელს. კომპანია დაკომპლექტებულია გადაზიდვების სფეროში,დიდი გამოცდილების მქონე,მაღალკვალიფიციური კადრებით,რომელიც შემოგთავაზებთ სატრანსპორტო,საექსპედიტორო და ლოჯისტიკური მომსახურეობის სრულ სპექტრს,როგორც საქართველოს ასევე ევროპის და აზიის მასშტაბით.
კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს ქ. თბილისში. ”სანტა ტრანსი” არის საერთაშორისო ასოციაციის IRU (GEO/054/125) წევრი კომპანია.ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები შეგირჩევთ თქვენი ტვირთის ტრანსპორტირებისთვის საუკეთესო მარშუტს. თქვენი ტვირთი დაზღვეული იქნება ე.წ. ”CMR” დაზღვევით.
კომპანია ფლობს საკუთარ სატრანსპორტო პარკს (ტენტი და ავტომზიდი), რომელიც მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ ნებისმიერი მომსახურება მაღალხარისხიანად.
გთავაზობთ საექსპორტო, საიმპორტო და სატრანზიტო ტვირთების “კარიდან კარამდე” მიწოდების მომსახურებას, რაც გულისხმობს უშუალოდ გამოგზავნის წერტილიდან დანიშნულების წერტილამდე ტვირთის მიწოდების უზრუნველყოფას
ჩვენი კომპანია გთავაზობთ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პროცედურების მთლიანად ან ნაწილობრივ უზრუნველყოფას
- სახიფათო ტვირთების გადაზიდვა. როგორც დიდი, ასევე ნაკრები,შერეული ( ადრ-კლასის) ტვირთის,თავისი ლიცენზიით და სერთიფიკატებით
- შერეული ტვირთების გადაზიდვას.
-ცალკეული და შერეული ტვირთები( გრუპაჟი)
-ცალკეული და ერთიანი ტვირთები
-ტვირთების დაზღვევა ავტოტრანსპორტით გადაზიდვის დროს
-შეკვეთების შესრულების მინიმალური ვადები
კომპანია გთავაზობთ ხარისხიან მომსახურეობას
ტვირთების ექსპედირებას ნებისმიერ ქვეყნიდან „კარიდან-კარამდე“ მიტანის პრინციპით